ამბროლაურის სოფელ ჭრებალოში სპორტკომპლექსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მოწყობის მეორე რიგის სამუშაოები, რომელიც მშენებლობა 2017 წლის მაისში დაიწყო დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოპირკეთდა იატაკი, მოეწყო საშხაპეები და მაყურებელთა ტრიბუნები, ასევე, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლები. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შემოიღობა ეზო.

მერიის ცნობით, სპორტული კომპლექსი საჭიდაო დარბაზს, გასახდელებს, საშხაპეებს და ადმინისტრაციულ ოთახებს მოიცავს. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 2 ეტაპად განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 399 011 ლარი შეადგინა.

“სპორტული დარბაზი ძირითადად საწვრთნელი ბაზის ფუნქციას შეასრულებს, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან თუ ქვეყნიდან ჩამოსული სპორტსმენებისთვის. ასევე, შესაძლებელი იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის ტურნირების გამართვაც”, – აცხადებენ მერიაში.

მსგავსი სიახლეები