სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

786

სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში,  N27 – 12 – 11 -10 -7 კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 2 500 კვ.მეტრზე ორფენიანი ასფალტის საფარი და 1 200 კვ.მეტრზე საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ბილიკები და სარინელები გაკეთდება. ამასთან, გამოიცვალა და დამატებით მოეწყო ახალი ბეტონის ბორდიურები და საცხოვრებელი კორპუსების წითელ ხაზებში არსებული საკანალიზაციო და სასმელი წყლის ქსელები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარია გამოყოფილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდება.