ქუთაისში სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები კეთდება

726

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები კეთდება. გახშირებული ავარიების გამო, ქალაქში კუნძულებთან ერთად შუქნიშნებიც დამონტაჟდება.

9 აპრილის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულებისა და შუქნიშნების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 000 ლარი იხარჯება. გასულ წელს ქალაქში 24 სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი და 6 ახალი შუქნიშანი დამონტაჟდა.

წყარო: იმედინიუსი

ფოტო: იმედინიუსი