თელავში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

1120

22 და 23 სექტემბერს თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება.

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.

როგორც თელავის მერიაში აცხადებენ, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ჯიშის ძაღლი, რომლებსაც მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ.

მერიის ცნობით, ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.