საბურთალოზე, კოსტავას ქუჩაზე, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

830

საბურთალოზე, კოსტავას ქუჩის N75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

გამგეობის ცნობით, სკვერში სათამაშო ზონა, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 57 715 ლარით დაფინანსდა.

სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „გრინსერვის+“ განახორციელა.

როოგრც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში სკვერის რეაბილიტაცია ექვს მისამართზე მიმდინარეობს.