აჭარას განვითარების სტრატეგიული გეგმა ისევ არ აქვს (ვიდეო)

822

აჭარის რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესახებ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტსა” და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

მესამე სექტორს აინტერესებდა რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე დოკუმენტის დამტკიცება, მაშინ როცა მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, რა გამოწვევების წინაშე დგას დოკუმენტი და როდის ექნება რეგიონს განვითარების სტრატეგიული გეგმა?

როგორც შეხვედრაზე ითქვა, მთავრობის ცალკეულ უწყებებს  საჭიროების გამოკვლევის მიზნით, კვლევები აქვს დაწყებული და შესაბამისი პროექტების დასრულებამდე სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა ნაადრევია.