ბათუმში, თოდოგაურში, ახალდდაგებული გზა უკვე დაზიანდა (ვიდეო)

645

ახალი ასფალტი, რომელიც უკვე დაზიანდა – ბათუმის მერიის დაკვეთით თოდოგაურში გზას აგებენ, მოასფალტებული ქუჩის ნაწილი კი ხელახლაა გასაკეთებელი. ერთი შეხედვითაც მარტივადაა შესამჩნევი, რომ ასფალტის ქვეშ გრუნტი არაა მყარი, გზაზე ამოდის წყალი, რამაც გზის გარკვეული მონაკვეთები დააზიანა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათი საქმე მხოლოდ მოასფალტება იყო და ტენდერი მხოლოდ 5-სანტიმეტრიანი ასფალტის მომზადებას ითვალისწინებდა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. აღმოჩნდა რომ პრობლემას სანიაღვრე არხების მოწესრიგება მოაგვარებდა, ამ პროექტის განხორციელებას კი მერია ახლა გეგმავს. იმისთვის, რომ პრობლემის არსებობაში ქალაქის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი დაგვერწმუნებინა, კადრების ჩვენება დაგვჭირდა. ამის შემდეგ გვითხრა სულხან ევგენიძემ, რომ საკითხს პირადად გაეცნობა.

რატომ ვერ დაიგეგმა კოორდინირებულად გზის რეაბილიტაცია და რატომ არ იყო პროექტში მოასფალტებამდე საჭირო სამუშაოები? ცნობისთვის, ბიუჯეტიდან აღნიშნული გზისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.