რა ეღირება ზუგდიდში პარკირება

წინა სტატია

დროებითი კომისიის მიერ შეთავაზებული პარკირების ფასები “თაუნ პარკისთვის“ მისაღებია. კომპანიის მენეჯერის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, აბონემენტების ღირებულება უკვე გადაწყდა და ამ საკითხზეც შეთანხმდნენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“თაუნ პარკის” მენეჯერის განმარტებით, სერვისი მოქალაქეებისთვის პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება, თუმცა ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რა სისტემით და როგორ იმოქმედებენ. ამ ხნის განმავლობაში მძღოლები არ დაჯარიმდებიან.

“დღესვე რომ დაუწყო დაჯარიმება, ხომ უნდა აუხსნა ჯერ. შესაძლოა ამის პრეზენტაციაც მოხდეს. ბანკით და ფეი ბოქსის აპარატებით გადაიხდიან. სააბონენტოს შეძენა ყველგან შეეძლებათ. ახლა
“ვითიბი” და „თიბისი“ ბანკებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. სხვა ბანკებთანაც გვექნება კომუნიკაცია“, – აცხადებს ბაჩუკი ყურაშვილი.

კომპანიის მენეჯერის თქმით, ინფრასტრუქტურაც პირველ დეკემბრამდე მოწესრიგდება. ამბობს, რომ შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში იმ ტერიტორიებზე ვერ შევიდნენ, სადაც ქუჩები გადათხრილია, თუმცა ცენტრალურ ნაწილში პრობლემა აღარ იარსებებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის საკრებულოში მოქმედმა დროებითმა კომისიამ პარკირების საფასური განსაზღვრა. 1 კვირიანი – 3 ლარი, 1 თვიანი – 10 ლარი, 3 თვიანი – 15 ლარი, 6 თვიანი – 25 ლარი, 1 წლიანი აბონემენტი კი 40 ლარით განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები