ფონიჭალა 3-ში ასფალტის ძველი საფარი ახლით ჩანაცვლდება

699

კრწანისის რაიონში, ფონიჭალა 3-ში, N16 საცხოვრებელ კორპუსსა და საბავშვო ბაღს შორის საგზაო სამუშაოები იწყება.

გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ასფალტის დაზიანებული საფარი ახლით ჩანაცვლდება და მოეწყობა ბორდიური.

საგზაო სამუშაოებს შპს “სკინჩი“ მიმდინარე კვირის ბოლოს დაასრულებს.

როგორც გამგეობასი აცხადებენ, ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები კრწანისის რაიონში, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.