აბაშის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი ბაღი გაიხსნა

739

აბაშის მუნიციპალიტეტში, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მაცხოვრისკარში, ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.

მერიის ცნობით, წელს მოსახლეობას, 1990-იანი წლების შემდეგ, პირველად მიეცა საშუალება, ისარგებლოს ახლომდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით.

30 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი 2016 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. მოეწყო საძინებელი, გასართობი ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილი.

საბავშვო ბაღი აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა კვიტაშვილმა გახსნეს.