წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 ბაღს აშენებენ

900

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალსა და მიქავაში, ასევე, მაზანდარას ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, ბაღების მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ბაღები სრულად აღჭურვება შიდა და გარე სივრცეებით. მიქავასა და ჯგალში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 773 500 ლარი დაიხარჯება. მაზანდარას საბავშვო ბაღის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება კი 284 800 ლარს შეადგენს.

ბაღების მშენებლობას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.