წყალტუბოს სოფელ თერნალში საბავშვო ბაღი გაიხსნა

736

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალში ადგილობრივების მოთხოვნის საფუძველზე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

მერიის ცნობით, ახალ სასწვალო წელს ბაღში 30 აღსაზრდელი შეუდგა სწავლას. მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღი მოწყობილია სტანდარტების შესაბამისად, აღჭურვილია საჭირო ტექნიკით, ინვენტარითა და უსაფრთხოების სისტემებით.

სოფელ თერნალის ბაღის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 108 867 ლარით დაფინანსდა.

საბავშვო ბაღი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა წყალტუბოს მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად გახსნა.