სიღნაღის სოფელ ქვემო მაჩხაანში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

785

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სოფელ ქვემო მაჩხაანში შიდა საუბნო გზაზე 619 მეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრეები გაკეთდება.

გზის რეაბილიტაციისთვის 172 932 ლარი დაიხარჯება.