სიღნაღის სოფელ ანაგაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

755

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძვ.ანაგაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მერიის ცნობით, სოფლის შიდა საუბნო გზაზე 807 მეტრის მანძილზე, ასფალტო-ბეტონის საფარი მოწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. განახლებული გზით 1 200 ბენეფიციარი ისარგებლებს.