ახალციხის ციხისთვის მერია ასაწყობ სცენას ყიდულობს

625

ახალციხის ციხეზე ღონისძიებებისთვის ასაწყობი სცენის მოსაწყობად 22 275 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერიის მიერ სცენის შესაძენად გამცოხადებული ტენდერი კომპანია „პატიო–არტმა“ მოიგო.

“ახალციხის ციხეზე ასაწყობი სცენა დაიდგმება. ის განკუთვნილი იქნება ნებისმიერი ღონისძიებისთვის, რომელიც გაიმართება“, – ამბობენ ახალციხის მერიაში.

ახალციხის ციხისთვის სცენის შეძენას მერიას ჯერ კიდევ ორი წლის წინ ახალციხის ციხის მაშინდელი დირექტორი ზაზა თამარაშვილი სთხოვდა. როგორც მაშინ თამარაშვილი აცხადებდა, იმის გამო რომ სცენა გადაუხურავი იყო, ხშირად წვიმიან ამინდებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების გადადება უწევდათ. ამისთვის დირექტორი ქალაქის ბიუჯეტში 80 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვდა, თუმცა მაშინდელმა საკრებულომ ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

ამჯერად ასაწყობი სცენისთვის 22 000 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება, თუმცა ის გადახურული არ იქნება. მერიაში ამბობენ, რომ “სცენა საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებებისთვის გადაიხურება“.