დურმიშიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

793

ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, დურმიშიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ცნობით, გზის რეაბილიტაცია 4 700 მ2 ფართობზე ჩატარდა. ასევე, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე, ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყო.

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 300 500 ლარით დაფინანსდა.

“წელს ისნის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი დურმიშიძის ქუჩაზე განვახორციელეთ. დაახლოებით, 45 წელია აქ სამუშაოები არ ჩატარებულა და გზა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო და დღეს მოსახლეობას საცხოვრებლად სულ სხვა გარემო აქვს. საგზაო სამუშაოების გარდა, ქუჩის დამისამართება მოხდა, რაც ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ.