ქუთაისის საკრებულოში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

710

ქუთაისის საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურითა და ხელჩართული ჩხუბით დაიწყო. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი  გია უკლება დაუპირისპირდა. დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა.

ჩხუბში ჩაერთნენ და გია უკლებას სახის არეში სცემდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები  კახა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი. ასევე, დეპუტატის ცემაში მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი მონაწილეობდა.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საკრებულოს “ნაციონალმა”  დეპუტატმა სახის არეში დაზიანებები  მიიღო.