საქაშეთის დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია იგეგმება

834

ერედვის მუნიციპალიტეტმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაციისა და კიუვეტების მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულება 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. ერედვის მუნიციპალიტეტიდან აღნიშნული პროექტისთვის 25 222 ლარია გამოყოფილი.

დაზიანებული გზის პრობლემა აქ დასახლებულ ადგილნაცვალ პირებს 2008 წლის შემდეგ აწუხებთ. ამ დომდე მხოლოდ ჩასახლებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა მოხერხდა. დევნილების განმარტებით, წლების განმავლობაში არსებული ვითარება ტრანსპორტს გადაადგილებას უშლის ხელს. მათი თქმით, კოტეჯებამდე ფეხით მისვლა ქვეითებსაც უძნელდებათ, განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში.