ბათუმის საკრებულოში რეორგანიზაცია იწყება (ვიდეო)

935

ბათუმის საკრებულოში რეორგანიზაცია იწყება. უქმდება საბიუჯეტო განყოფილება, რომლის ფუნქციებიც მერიის საბიუჯეტო სამსახურთან გადავა, ანუ ერთი სამსახური შეისყიდის მომსახურებას ორივე უწყებისთვის, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ამბობენ, რომ ეს არ იქნება მართებული, რადგან საკრებულო არის მაკონტროლებელი, მისი კონტროლის ქვეშ არსებული მერია კი არ უნდა ახორციელებდეს ამ საქმიანობას დეპუტატებისთვის. რეორგანიზაცია დასრულებულია, კონკურსები კი ბათუმის მერიაში გრძელდება. ქალაქის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ მილიონამდე ლარი უკვე დაზოგეს, კადრები კი 82-ით შეამცირეს.