ბათუმში საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებისთვის ხარჯების ნაწილს UNDP გაიღებს

803

წინა სტატია

ბათუმის მერია, ქალაქში ავტომობილების მოძრაობის განტვირთვისთვის, პარკირების ახალ სისტემაზე გადადის. ბათუმის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ემზარ ქავჟარაძე აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

რა დაჯდება ბათუმში საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედება? პროექტის თანადაფინანსებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გეგმავს.

UNDP-ის წარმომადგენელი აჭარაში ლაშა ნაკაშიძე აღნიშნავს, რომ ბაზრის მოკვლევის ეტაპზე იმყოფებიან: “არის რამდენიმე კომპანია საქართველოში, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი აპლიკაციის შექმნა, ჩვენ მათგან საბოლოო ფასებს ველოდებით. მობილური აპლიკაცისთვის ხარჯებს UNDP გაიღებს. ვისაც არ შეუძლია მობილური აპლიკაციის გამოყენება ან სმარტფონი არ უწყობს ხელს, მათ შეეძლებათ გადახდის აპარატებით ისარგებლონ”.

ახალი რეგულაციის ამოქმედება 2019 წლის იანვარიდან იგეგმება. BM.GE დაინტერესდა არის თუ არა მობილური აპლიკაციის შესაქმნელად დარჩენილი სამი თვე საკმარისი დრო. UNDP-ში აცხადებენ, რომ ფასთა გამოკითხვის პარალელურად ამ საკითხსაც იკვლევენ და ეს დრო ოპტიმალურია.