ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგს, სავარაუდოდ, კომპანია “იქს 2” გააკეთებს

1125

წინა სტატია

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგს კომპანია “იქს 2” გააკეთებს. მისი თქმით, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით სხვა კომპანიები არ დაინტერესებულან.

“ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, რომ პარკინგის სისტემა მოვაწესრიგოთ და არ ვიყოთ იმ ქაოტურ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა თბილისში რამდენიმე მისამართზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, თუმცა პირველ ეტაპზე ინტერესთა გამოხატვა უარყოფითი შედეგით დასრულდა და თავიდან იქნა გამოცხადებული.

ინფორმაციის სახით მინდა მოგაწოდოთ, რომ ერთ კონკრეტულ მისამართაზე არის ინტერესი, ეს არის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია. კომპანია „იქს 2“ არის დაინტერესებული, აქვს ინტერესი ამ პროექტის განხორციელების და ჩვენ ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას. მას აქვს ვალდებულება 5 თვის განმავლობაში დეტალური ტექნიკური კვლევა ჩაატაროს ამ კონკრეტულ ადგილზე და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.

ასეთი პროექტის განხორციელება და ქალაქში მიწისქვეშა პარკინგების არსებობა მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომპანიას ხელი შევუწყოთ პროექტების განხორციელებაში”, – განაცხადა კალაძემ.