კაჩინსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

552

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში, კაჩინსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყლის სისტემა GWP-სთან თანამშრომლობით, სანიაღვრე ქსელი, გზის სავალი ნაწილი და ბორდიურები მოწესრიგდება.

“დედაქალაქში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია: ფალიაშვილის, შარტავას და კოსტავას ქუჩებზე, ბარათაშვილის აღმართზე და რობაქიძის გამზირზე. ეს იყო ყველაზე რთული და მძიმე სამუშაო, მიწისქვეშა კომუკაციებისა და სანიაღვრე ქსელის მოწესრიგების სამუშაოები უკვე დასრულებულია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სამუშაოები ბოლომდეა დასრულებული. ამ კონკრეტულ ადგილებზე მთლიანი სამუშაოების დასრულება 25 ოქტობრისთვის იგეგმება.

რობაქიძის გამზირზე მთლიანად დასრულებულია საგზაო ინფრასტრუტურული სამუშაოები, მოასფალტება და იქაც დაიწყება კეთილმოწყობითი სამუშაოები.

ასევე, ვიწყებთ ახალ პროექტებს. მათ შორის ერთ-ერთია კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომლიც სამუშაოები უკვე დაწყებულია. რეაბილიტაციის პროცესში მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყლის სისტემა GWP-სთან თანამშრომლობით, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ბორდიურები. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.