2019 წლიდან თბილისში მოძრავ ყველა ტაქსს ერთნაირი ვიზუალი ექნება

806

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმის ფარგლებში მერია ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზე მუშაობს, რომელიც 2019 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება და ქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი ამ პერიოდიდან საერთო სტანდარტში ჩაჯდება. მისი თქმით, მერია ამ საკითხზე საკრებულოსთან ერთად მსჯელობს და ეს სტანდარტი 1 ნოემბრამდე იქნება დამტკიცებული.

“ეს სტანდარტი გაითვალისწინებს ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც შექმნის დამატებით შემოსავალს ტაქსის მძღოლებისთვის. ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიიღონ დამტებითი ფინანსური სარგებელი”,- განაცხადა კახა კალაძემ.