რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას ბიუსტი გახსნეს

1105

რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე ვაჟა- ფშაველას ბიუსტი საზეიმოდ გახსნეს.

ვაჟა-ფშაველას ბიუსტის ავტორი რუსთაველი მოქანდაკე და მხატვარი გიორგი ჩალაძეა. იგი რუსთავის მხატვართა გაერთიანების დამაარსებელი და ხელმძღვანელია, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოში და საზღვარგარეთ.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და საპატიო სტუმრის სტატუსით, ქართველი კლასიკოსის შთამომავალი, ვაჟა- ფშაველას ძმის შვილთაშვილი ლელა რაზიკაშვილი დაესწრნენ.

“ვაჟას აქვს ასეთი თვისება, როცა ის მიდის ადამიანებთან, მიაქვს სიკეთე, სინათლე და ყველა ადამიანური თვისება, რითაც ადამიანი ადამიანურობას ინარჩუნებს. რამდენმა ადამიანმაც არ უნდა გაიაროს ამ ქუჩაზე, ყველას გაახსენდება ის სინათლე, სიკეთე და ადამიანობა, რაც ვაჟას აქვს, ამიტომ ვულოცავ ამ სინათლის კიდევ ერთი წყაროს შემოსვლას რუსთავს, ეს მართლაც დღესასწაულია“, – განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.