ზუგდიდში სტუდენტები და მასწავლებლები უფასოდ იმგზავრებენ

660

ზუგდიდის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტი მერიის საპილოტე პროგრამაა, რომლისთვისაც ამ ეტაპზე 20 000 ლარია გამოყოფილი.

“პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის სპეციალური ბარათები შესაბამისo დაწესებულებების მიერ მოწოდებული სიების მიხედვით დამზადდა.

სპეციალური ბარათები მძღოლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარედგინოს”, – აცხადებენ მერიაში.