ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა (ფოტო)

875

დღეს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ეზოში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები სამშენებლო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სასწავლო წლის განახლების მიუხედავად, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ეზოში სამშენებლო მასალაა განლაგებული. ეზოში გალავანი და მინისტადიონი უნდა აშენდეს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. მშენებლობას კომპანია შპს „ერისიმედი“ 236 311 ლარად ასრულებს.

პირველი სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, რომ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს: -“პროექტს ოქტომბრის ბოლომდე აქვს ვადა. ახლა ღობეს და აგურის სვეტებს აკეთებენ და გარშემო რკინის ბადეს შემოაკრავენ“.