სიღნაღში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

803

სიღნაღის ცენტრალურ უბნებში – ბარათაშვილის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, ლოლაშვილის, გორგასლის, ცხრა აპრილის, აღმაშენებლის და ბეჟანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩებზე ქვაფენილის საფარის, ფასადების, დაზიანებული ხის აივნების და კარებების მოპირკეთება, შეცვლა და განახლება მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 100 000 ლარი დაიხარჯება.