ზუგდიდის ხუთმა საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი სხვა შენობებში დაიწყო

734

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე დაიწყო. ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახა ფარცვანიას თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ერთადერთი, ხუთმა სკოლამ ფუნქციონირება დროებით სხვა შენობებში განაგრძო, რაც სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. კერძოდ, აღნიშნა, რომ მეოთხე, მეათე და მერვე საჯარო სკოლები სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, 14:00 საათზე განაახლებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მერვე სკოლის მოსწავლეები მეშვიდე სკოლაში განაგრძობენ სწავლას, მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეები მესამე სკოლაში, მეოთხე სკოლის ბავშვთა ნაწილი პირველ, დანარჩენი კი მეორე საჯარო სკოლაში გადანაწილდა.

რაც შეეხება ინგირის მეორე საჯარო სკოლას, აქ მოსწავლეები წელს ოირემეს შერწყმულ სკოლაში ისწავლიან, დარჩელის პირველი საჯარო სკოლა კი ამავე სოფლის მეორე სკოლაში გადავიდა.

წელს ზუგდიდის საჯარო სკოლებში 1 400 პირველკლასელია.

კახა ფარცვანიას თქმით, თითქმის ყველგან სარემონტო სამუშაოები სკოლებმა საკუთარი ხარჯებით და დანაზოგით განახორციელეს.

“ახალ სასწავლო წელს შევხვდით ისე, როგორც შეგვეძლო ჩვენი მწირი ფინანსებით“, – აღნიშნა მან.