გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა სარალიძეზე: შემაგინა და შევაგინე

983

წინა სტატია

გორის საკრებულოს თავჯდომარემ, დავით რაზმაძემზაზა სარალიძესთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ განმარტება სათემო რადიო “მოზაიკასთან” გააკეთა. მისი თქმით, ზაზა სარალიძე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია, გინება სწორედ მან დაიწყო და რაზმაძემაც გინებითვე უპასუხა.

“ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ ასე მოვიდნენ, სახალხოდ გაგინონ და შენ ხმა არ ამოიღო. შემაგინა და შევაგინე. რომ ლაპარაკობენ დაუსჯელობის სინდრომზე, ეს არ იქნებოდა დაუსჯელობა, მე რომ პასუხი არ გამეცა? რაც შეეხება ხელთუბანში გარდაცლილი მოზარდის საქმეს, მე მისი ოჯახისთვის თანაგრძნობის გამოსახატავად გამოვედი და მინდოდა მეთქვა, რომ გუბერნატორს და მე გვქონდა სურვილი მათთან შეხვედრის, მაგრამ როცა სარალიძე დავინახე, მაშინვე ვთქვი, რომ აქციაზე პოლიტიკურად მართული ადამიანები იმყოფებოდნენ. სარალიძე არის საბურთალოს რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მდივანი. მე მაგ კაცის არ მჯერა, თორემ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა დანაშაული უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. მკვლელი ოჯახის წევრიც რომ იყოს, უნდა დაისაჯოს. მე მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ვესაუბრე და ავუხსენი, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ სარალიძე არის ნაციონალებისგან მართული ადამიანი და კარგად დავინახე, რომ აქციაზე მას წინ ბექა ქორჩილავა მოუძღვებოდა. მე არ ვარ სამართალდამცველების ადვოკატი. მერებაშვილის საქმის მასალებს კარგად არ ვიცნობ, თუმცა, მეც მაქვს სურვილი და მოთხოვნა, რომ საქმე ობიექტურად გამოიძიონ”, – უთხრა საკრებულოს თავმჯდომარემ რადიო “მოზაიკას”.

დაპირისპირება დავით რაზმაძესა და ზაზა სარალიძეს შორის დღეს ადმინისტრაციული შენობის წინ გამართულ აქციაზე მოხდა.

აქცია გორში თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმის ობიექტური და დროული გამოძიების მოთხოვნით იმართებოდა. მერებაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად გორში ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩავიდნენ. მათ გორი უკვე დატოვეს და თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გადაინაცვლეს, სადაც გარდაცვლილი მერებაშვილის მამას და აქციის სხვა მონაწილეებსაც ელოდებიან.