მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობა დაიწყო

1082

წინა სტატია

თბილისის მერის დავალებით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპლექსური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუხიანის დასახლებაში ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

“მუხიანის აგარაკებზე მცხოვრებ მოქალაქეებს სერიოზული პრობლემა აწუხებთ. დაახლოებით, 7000-მდე მოსახლეა, სადაც წყალარინების ქსელი არ არსებობს. ასევე, პრობლემურია 24-საათიან რეჟიმში წყლის მიწოდების საკითხი. კომპანია “GWP-თან“ კომუნიკაცია გვქონდა, რომ დაიწყება სამუშაოები და ნოემბრის ბოლოსთვის ყველაფერი მოწესრიგებული იქნება.

არ არსებობდა გარეგანათების ბოძები და ამ მიმართულებით, სამუშაოების შესრულება “თბილსერვისმა“ უკვე დაიწყო. დღეს კონკრეტულად, წყალარინების ქსელის მოწყობა დავიწყეთ, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. სამუშაოების ბოლო ეტაპი კი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება, რადგან ცუდ ამინდში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, დასახლებაში ცენტრალური კოლექტორის მშენებლობის შემდეგ, ვარდისუბნისა და საზანოს ქუჩებზე წყალარინების ქსელი მოეწყობა. მუხიანი 2-ის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.

ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 903 172 ლარი დაიხარჯება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ განახორციელებს.