ქვემო სამგორში ახალი სკვერი მოეწყო

სამგორის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, ქვემო სამგორში, ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) N20-ის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო, სადაც ატრაქციონები და სკამები განთავსდა.

ასევე, ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს ჭიჭინაძის N29ბ კორპუსის მიმდებარედ, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საპარკე სკამები დაიდგმება.

კეთილმოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტ ქეთევან ნატრიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

მსგავსი სიახლეები