მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

794

მთაწმინდის რაიოში, ოქროყანის გ ზონაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, მირზა გელოვანის ჩიხებში ასფალტის ახალი საფარი 8 000 კვ.მ ფართობზე იგება.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, გამგეობა გზების რეაბილიტაციას, თბილისს შემოერთებული ტერიტორიების, კიდევ 4 ქუჩაზე ახორციელებს.

გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.