ბათუმში სამი ბაღი 14 დღიანი დაგვიანებით გაიხსნება

874

ბათუმის სამ ბაღში სააღმზრდელო პროცესი 17 სექტემბრის ნაცვლად 1 ოქტომბერს დაიწყება. მე-16, მე-17 და 31-ე ბაღები, ბავშვების მიღებას 14 დღიანი დაგვიანებით შეძლებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, შენობაში კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. მამუკა შამილიშვილის თქმით, არდადეგების პერიოდი გასატარებელი ღონისძიებებისთვის საკმარისი არ იყო. თექვსმეტ ბაღში კი კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა და სამუშაოების უკვე დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში სულ 33 ბაღია.