ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 10 მილიონი ლარი დაიხარჯება

1066

2018 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 53 პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 10 359 606 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამოთხოვილი წერილის თანახმად, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 032 522 ლარი დაიხარჯება, ხოლო რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან 2 327 089 ლარი.

მერიის ცნობით, 53–დან 44 პროექტი უკვე დასრულებულია, წლის ბოლომდე კი დარჩენილი ცხრა პროექტი განხორციელება იგეგმება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 15 პროექტი საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვისაა განსაზღვრული, ექვსი პროექტი მრავალბინიანი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის, ხუთი საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისთვის, ხოლო 27 პროექტი სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი.