ვაკეში 3 მისამართზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

654

ვაკის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, ფალიაშვილის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, ქსელების მოწესრიგება ფალიაშვილის N47-ში, N49-ში და N51-ში, მოქალაქეთა განაცხადის საფუძველზე ხორციელდება. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ოკრიბა“ აწარმოებს.

სამივე პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 75 000 ლარს შეადგენს.