გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში ახალი ნაგვის ურნები განათავსეს

1154

როგორც “თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, დედაქალაქის მასშტაბით ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლებას განაგრძობენ.

დღეს კი პლასტმასის ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში დაიდგა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, სულ 18 970 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებულია.