გურჯაანის სოფელ ზემო კაჭრეთში საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

1070

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო.

მერიის ცნობით, ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და ის 125 ბავშვზე იქნება გათვლილი.

“მოსწავლეები სწავლას 17 სექტემბერს, სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ და მათ უფასო ტრანპორტი მოემსახურება”, – აცხადებენ მერიაში.

სამუშაოები, რომელზეც 2 300 000 ლარამდე დაიხარჯება, ერთი კვირის წინ დაიწყო და 2019 წლისთვის დასრულდება.