მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან 11 თანამშრომელი გაათავისუფლეს

951

მესტიის მერიის ა(ა)იპ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის გეგი ფალიანის განცხადებით, 11 თანამშრომლის გათავისუფლება რეორგანიზაციის მიზეზით მოხდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„ვინაიდან სამი ა(ა)იპი გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ერთი, მოხდა თანამშრომლების გათავისუფლება. ეს იყო გაბერილი შტატები, გამოთავისუფლებული თანხები მიზნობრივად გადანაწილდა, მოემატა ხელფასები ისეთ სახელოვან თანამშრომლებს როგორიც არიან “რიჰოს“ ჯგუფის წევრები. მათ მთელი ევროპა იცნობს და 150 ლარიანი ხელფასები ჰქონდათ. მხოლოდ ეს იყო თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი და არანაირი სხვა, პოლიტიკური მოტივი აქ არ არსებობდა “, –  განაცხადა გეგი ფალიანმა.

შეგახსენებთ, რომ გეგი ფალიანი გაერთიანებული ა(ა)იპ-ის დირექტორად 20 დღის წინ დაინიშნა. მანამდე ის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო თეატრის დირექტორი იყო.