“ევროპულმა საქართველომ” ახალციხის საკრებულოში ფრაქცია დაარეგისტრირა

691

“ევროპულმა საქართველომ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის დარეგისტრირებისათვის განცხადებით მიმართა. ფრაქციის თავმჯდომარე ირინა გელაშვილი, ხოლო მისი მოადგილე ეკა ტატალაშვილი იქნებიან. რიგით წევრად კი ემანუელ პოზოიანი დარჩება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის საკრებულოში “ევროპულ საქართველოს” ფრაქცია მას შემდეგ დაეშალა, რაც ფრაქციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძეს საკრებულომ უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. მიზეზი ავარიის გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია.