ქალაქ ახალციხის საკრებულოს უმრავლესობამ ქალაქის სტატუსის გაუქმებას და თემთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა.

725

9 მომხრე და 5 წინააღმდეგი, ქალაქ ახალციხის საკრებულოს უმრავლესობა დაეთანხმა მთავრობის პოზიციას – ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმონ.

სხდომა, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და ერთ საათს გაგრძელდა.   ქალაქის თემთან შეერთებას მხარი ოპოზიციური ფრაქციის „ევროპული საქართველოს“ სამმა წარმომადგენელმა არ დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. დღეს, 19 მაისს ამ ქალაქებისა და ასევე მათი თემების საკრებულოებში გაერთიანების საკითხზე სხდომება იმართება;

დღეს, 19 მაისს დილიდან ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციებმა თემისა და ქალაქის საკრებულოებისადმი მიმართვა გაავრცელეს, სადაც მათ იმედი გამოთქვეს, რომ დეპუტატების გადაწყვეტილება მოქალაქეთა ინტერესებს დაეფუძნება. ამავე მიმართვაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია თემისა და ქალაქის გაერთიანებასთან დაკავშირებით უარყოფითია.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე