სუსში ზუგდიდის მერი გამოკითხეს

791

„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე ზუგდიდის მერი გამოკითხეს. ინფორმაცია „ლაივპრესს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე თქმით, შესწავლა ამ დრომდე გრძელდება.

უცნობია რა კითხვები დაუსვეს და რა სახის ინფორმაცია მიაწოდა სუს-ს ლაშა გოგიამ. ზუგდიდის მერი სამსახურეობრივი მივლინებით პრაღაში იმყოფება. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში კი აცხადებენ, რომ მერი კვირის ბოლოსთვის ზუგდიდში იქნება.

„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. მათი ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ა(ა)იპ-ის საქმიანობის შესწავლა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 16 აგვისტოს დაიწყო.

„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ მაშინ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ სუს-მა დოკუმენტაცია შეამოწმა, კითხვები კი მათ არ ქონიათ.