კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში, ქვაფენილის ახალი გზა ეწყობა

608

მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში, ქვაფენილის ახალი გზა ეწყობა.

გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის ბაზალტის ქვაფენილი იგება, რომელიც სავალი ნაწილის 1 500 კვ.მ ფართობს მოიცავს. ამასთან, გზის მშენებლობის ფარგლებში, უკვე მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები.

როგორც გამგეობასი აცხადებენ, საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე ქუჩაზე 416 გრძივი მეტრი სანიაღვრე სისტემა და 370 გრძივი მეტრი წყალარინების ახალი ქსელები იფუნქციონირებს.

“ერისთავის I და II შესახვევში კაპიტალური გზა დღემდე არ არსებობდა და უამინდობის დროს მოსახლეობა შეუზღუდავად ვერ გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, ნიაღვარი, რომელიც ერისთავიდან ძლიერი წვიმების დროს მოედინებოდა, მოძრაობას ადგილობრივებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, პარალელურ ქუჩაზეც აფერხებდა. ქვაფენილის ახალი გზის მოწყობის სამუშაოები კოჯორში სექტემბრის ბოლოს დასრულდება”, – აცხადებენ გამგეობაში.

ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მთაწმინიდს გამგეობის ბიუჯეტიდან 413 ათასი ლარია გამოყოფილი.