ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხმა ოპოზიციონერი დეპუტატის პროტესტი გამოიწვია.

835

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხმა ოპოზიციონერი დეპუტატის პროტესტი გამოიწვია.

“ეს არის დადგმული სპექტაკლი. როგორც კონსტიტუციას ირგებს ხელისუფლება, ასე უნდა თვითმმართველობის კოდექსიც მოირგოს საკუთარ თავზე”– განაცხადა “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა ირინა გელაშვილმა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

შეგახსენებთ, რომ ახალციხის თემის საკრებულოში სხდომა დღეს, 19 მაისს 15:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. დეპუტატები მხოლოდ ერთ საკითხს, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ, სამთავრობო კომისიის მიერ წარმოდგენილ წინადადებას უყარიან კენჭს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე