შუახევის სოფელი ტომაშეთი დაცლის პირასაა (ვიდეო)

1288

შუახევის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფელი ტომაშეთი დაცლის პირასაა. მთას ძირითადად ახალგაზრდები ტოვებენ, რომლებსაც სოფელში დასაქმების შესაძლებლობა არ აქვთ და ვერ იღებენ განათლებას. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

პრობლემაა ინტერნეტის არარსებობა, ბიბლიოთეკებისა და სადისკუსიო სივრცეების სიმცირეც. მხოლოდ წელს შუახევი 65-მა ადამიანმა დატოვა.