გიორგი გახარია სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებს: არავინ მოითმენს, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები

983

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის წარდგენისას შს მინიტრმა მუნიციპალიტეტის მერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართა. გიორგი გახარიამ მათ უთხრა, რომ არავინ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ამასთან, მან თქვა, რომ მთავრობის მხრიდან განსაკუთეებული ყურადღება მიექცევა სამეგრელოს, განსაკუთრებით კი ზუგდიდს. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.

” არავინ არ მოითმენს იმას რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და აქ არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ყველაფერთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებლობა განპირობებულია იმ საზღვართან სიახლოვით, რომელიც არის გვერდზე. გვახსოვდეს, რომ ვალდებულები ვართ აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები. მადლობას ვუხდი კოლეგებს გაწეული შრომისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტი შრომა იქნება საჭირო. ერთმნიშველოვნად უნდა იცოდეთ, რომ ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებაზე არავინ არ აპირებს, რაც ნიშნვას იმას ,რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთნაირი.

“ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთი და იგივე. სამართლიანობა იქნება ძირითადი კრიტერიუმი. ბოლოს და ბოლოს ამ რეგიონში თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს. ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა ახალი გუბერნატორის მიმართ და ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია მუშაობას დღეიდან შეუდგა.