ალექსანდრე ჯეჯელავა თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ მოდელს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს

465

ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით შეთავაზებულ მოდელს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან უნდა გაიმართოს.

“ჩემი შეფასება არის ძალიან დადებითი, მე ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯია შემოთავაზებული მოდელი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მართვის ეფექტურობაზე და შესაბამისად, უნდა გადავდგათ ნაბიჯი ნამდვილი ქმედითი თვითმმართველობისკენ. კონსტრუქციულ არასამთავრობო სექტორთანაც და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც უნდა გაიმართოს კონსულტაციები”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.