სამოქალაქო სექტორის მიმართვა ინფრასტრუქტურის მინისტრს

კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მიმართავს და იმ პრიორიტეტებს სთავაზობს, რომელიც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტში უნდა აისახოს. კოალიციის წევრის, ასლან ჭანიძის თქმით, უმთავრესი საკითხი დღეს ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციააჭანიძეამბობს, რომ გასაზრდელია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებები და შესამუშავებელია სტანდარტები, რომლითაც მუნიციპალიტეტები საკუთარ საქმიანობას განახორციელებენ.

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებმა სფეროების მიხედვით უნდა დაიწყონ სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების სტანდარტიზაცია. კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად აუცილებელია, გადამუშავდეს „თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები.

აჭარის ტელევიზია

მსგავსი სიახლეები