დედაქალაქის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა

597

წინა სტატია

დედაქალაქის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნულ საკითხს დეპუტატებმა მხარი 32 ხმით დაუჭირეს. აღნიშნული ცვლილებებით თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზრდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზრდება და 916 მილიონ 863 ათასი ლარი იქნება. ბიუჯეტში ბოლო ცვლილება აპრილში შევიდა. მაშინ ტენდერების გზით გამოთავისუფლებული 5 300 000 ლარი სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილდა.