ცქიტიშვილი: რეგიონებში 630 ათასზე მეტი ადამიანი წყალმომარაგების გარეშეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა GWP – ის მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის მთავარი თემა ქვეყნის წყალმომარაგების სისტემური განვითარება იყო.

“მივესალმები GWP – ის ინიციატივას გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამ სფეროს სისტემური განვითარების ირგვლივ, რაც ყველაზე მეტად აკლია ამ დარგს. საქართველოს რეგიონებში, სამწუხაროდ, 630 ათას ადამიანზე მეტი გვყავს ცენტრალური წყალმომარაგების და კიდევ უფრო მეტი – 24-საათიანი წყალმომარაგების გარეშე.  ძალიან დიდი ინვესტიციები იდება როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან. 2013-17 წლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, ქსელების განვითარებისთვის 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, წელს 230 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი მიმდინარე სამუშაოებისთვის, შემდგომი 2 წლის განმავლობაში კი ეს თანხა 600 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ესაა დიდი ინვესტიცია და მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, 2020 წლის ჩათვლით, სხვადასხვა რეგიონში, 430 ათასი ახალი აბონენტი დაემატება წყალმომარაგების ქსელს.

მსგავსი სიახლეები