ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი: მნიშვნელოვანია არა სოფლის მეურნეობის, არამედ სოფლის განვითარება

1561

“მნიშვნელოვანია არა სოფლის მეურნეობის, არამედ სოფლის განვითარება”, – ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე აცხადებს. მისი თქმით, ამის კარგი მაგალითია, როდესაც აგროტურიზმი განვითარდა და უამრავი ადამიანი დასაქმდა ამ მიმართულებით. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

„მიწები იმდენად არის დანაწევრებული, რომ სავარგულებზე მოსავლიანობა არის დაბალი. ქვეყანა არის 70%-იან იმპორტზე დამოკიდებული, ამის პარალელურად მოსახლეობის 50% არის სოფლად და მათი წილი მშპ-ში არის 9%. როდესაც განვითარებულ ქვეყნებში 3%-ს ქმნის 30 ათასი ფერმერი.

აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რეგიონების განვითარება, რეგიონებში უნდა იყოს სერვისები ხელმისაწვდომი, რადგან დღეს ნებსით თუ უნებლიედ გამხდარი ფერმერები გადავიდნენ სხვა მიმართულებაში, სხვა ეკონომიკური შემოსავალი ჰქონდეთ“,- აცახდებს ნინო ზამბახიძე.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მიწის რეგისტრაციის საკითხი მოგვარდება, ფერმერებს უნდა მიეცეთ საშუალება – თავისი სავარგულები ან გააქირაონ, ან გაასხისონ, გამსხვილდნენ და შექმნან კოოპერატივები.

“რაც შეეხება მიწის რეფორმას, ჯერ კიდევ არ ვიცით, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში მიწის რა ფართობებია. ქვეყანაში ფერმერის დეფინიცია არ არსებობს. მიწებს კატეგორიები აქვს შეცვლილი, არ ვიცი ეს რისგან იყო განპირობებული, ალბათ გადასახადის დამალვის მიზნით, ამიტომ დღეს კატეგორიაც მისანიჭებელია”, – აცხადებს ზამბახიძე.